"შესაძლოა, გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდეს..." - გოგას კარგ თამაშს უცხოური მედია ეხმაურება

AutoSharing Option
"ინდიანა პეისერსი" 12 გამარჯვებითა და 12 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-5 ადგილს იკავებს. მიუხედავად ზედიზედ სამი მარცხისა, მათი გუნდი კარგად გამოიყურება, განსაკუთრებით, კალათბურთელები, რომლებსაც ლიდერობის ფუნქცია არ აკისრიათ. 

მაგალითად, დაგ მაკდერმოტი, რომელიც უდავოდ კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს. იქვე შეგვიძლია ვახსენოთ ჯასტინ ჰოლიდეიც, რომელიც ძალიან პროდუქტიულია და მთავარი, მათ გოგა ბითაძე ჰყავთ...

გასული სეზონის ბოლოს, როდესაც გუნდი ორლანდოში იმყოფებოდა და პლეი-ოფის შეხვედრებს მართავდა, იქ ბითაძე ე.წ. ჯოკერი არ ყოფილა. უფრო მეტიც, მას საერთოდაც კი არ ათამაშებდნენ. 

ამ სეზონის დასაწყისში გოგას ტრავმა აწუხებდა,
რის გამოც 2020/21 წლების საწყისი მატჩები გამოტოვა. ფაქტობრივად, ინერტული გახლდათ პირველ 12 თამაშში, თუმცა მწვრთნელის ნდობა დაიმსახურა და გაამართლა კიდეც, თანაც, როგორ?! 

"ინდიანას" ბოლო მატჩში გუნდი "იუტა ჯაზთან" დამარცხდა, მაგრამ აღსანიშნავი ერთია: რუდი გობერის წინააღმდეგ საუკეთესო სწორედ გოგა გახლდათ, რომელმაც ასე თუ ისე შეძლო და ფრანგს არ მისცა უფლება, შეტევაში თავი კომფორტულად ეგრძნო. გოგამ რამდენიმე სროლა გააფუჭა, თუმცა გობერთან წარმატებული დაცვაში თამაში ბევრად უკეთესი გახლდათ, ვიდრე მისი ქულები და მოხსნები.

"მას დროდადრო წუთები ეზრდებოდა. თავდაპირველად მოედანზე საერთოდ ვერ გადიოდა, შემდეგ - 2-3 წუთი და ნელ-ნელა გაუმჯობესდა. ვხედავდი, როგორ აყენებდა ბლოკებს, დარბოდა, იბრძოდა და ყვიროდა. ის ბოლომდე იხარჯებოდა, რათა საკუთარი კალათა დაეცვა", - განაცხადა "ინდიანას" მთავარმა მწვრთნელმა. 

გოგა, როგორც ლატარიის პირველი რაუნდის კალათბურთელი, ისე შემოგვიერთდა. მას უჭირდა, გეგონებოდა, ახლიდან სწავლობს სიარულსო. ევროპული კალათბურთი მას ნაკლებად ადგებოდა და საბოლოოდ ყველაფერი გამოუვიდა. ბოლო 3 მატჩში ბითაძემ მოედანზე 13, 19 და 16 წუთი დაჰყო. 

"რუდი გობერი ბევრად მაღალია. მე დაბლიდან ვცდილობდი კალათის დაცვასა და მისთვის მოხსნის წართმევას", - განაცხადა გოგამ. 

გოგა არ ერიდება სროლას, იმის მიუხედავად, აგდებს თუ არა. ზოგადად, კარგად იღებს ქულებს, მაგრამ სამქულიანიდან უჭირს.  გასულ წელს უფრო მკრთალი მოთამაშე გახლდათ. მორიდებულად აყენებდა ბლოკებს, იღებდა ბევრ ჯარიმას და მარტივად იბნეოდა. 

"ყველამ, გამთამაშებლებმა თუ მაღლებმა, მოედანზე კომუნიკაციას უნდა მივმართოთ. ეს ყველაფერი ჩვენ დაგვეხმარება. როდესაც არ ვსაუბრობთ, რთულია, რადგან არაფერი ვიცით", - განაცხადა ბითაძემ. 

მნიშვნელოვანია გოგას პროგრესის ყურება. გარკვეული დროის შემდეგ, შესაძლოა, გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდეს. 

თუ ძირითადი შემადგენლობის წევრს ტრავმა შეაწუხებს ან თუნდაც დაისვენებს, შესაძლოა გოგას გამოყენება, რადგან გადამწყვეტ მომენტში შესაძლოა სულაც "ველურ ადამიანად" მოგვევლინოს. 

მომზადებულია indystar-ის მიხედვით

altგოგას კარგი მატჩი, თუმცა მარცხი ლიდერთან [VIDEO]

altგოგამ მოედანი ნაადრევად დატოვა, არადა შესანიშნავად თამაშობდა [VIDEO]

altბითაძის ფანტასტიკური დაფარება! "ინდიანა" ლიდერთან დამარცხდა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან მიხარია გოგას პროგრესი! ეს შესანიშნავი რამაა!
aburjga
15:05 10-02-2021
0
სათამაშო დროის მატებასთან ერთად,გოგას თავდაჯერებაც მოემატება და შესაბამისად,სროლის სიზუსტეც მოიმატებს.ნდობა სჭირდება და ნდობას არ გაუცრუებს.ევროპაში ფორმაში ვარჯიშით შედიან,გოგაც სულ ვარჯიშებზე იყო ხოლმე კონცენტრირებული.ამერიკაში კი,სულ სხვა სისტემა დახვდა და გადაწყობა გაუჭირდა.ტრავმებმაც მაგრად შეუშალა ხელი და უნდობლობამაც.ვფიქრობ რეგულარული სეზონის ბოლოსკენ,მას უფრო მეტ დროსაც მისცემენ და პლეი ოფების წინ,ძირითად ცენტრებს,სულის მოთქმის საშუალებას მისცემენ.იქ კი ვნახოთ,ყველაფერი მასზე იქნება დამოკიდებული.
სოსო
13:29 10-02-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული