რა მოხდა სინამდვილეში? პილოტმა ორიენტაცია დაკარგა...

AutoSharing Option
ამერიკის შეერთებული შტატების სატრანსპორტო უსაფრთხოების ეროვნულმა საბჭომ ტრაგედიის ერთი წლის თავზე ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად კობი ბრაიანტის, მისი შვილის, ჯიანასა და კიდევ 7 ადამიანის დაღუპვის გარემოებებზე ჩატარებული გამოძიების შედეგები  გამოაქვეყნა.

ვერტმფრენის პილოტმა არა ზობაიანმა ფედერალური სტანდარტები აშკარად დაარღვია. ის ვალდებული იყო, დაესვა ვერტმფრენი, თუმცა ფრენას ნისლსა და ღრუბლებს შორის განაგრძობდა, სადაც ორიენტაცია დაკარგა...

ზობაიანმა ნისლიდან გამოსვლა სცადა, რის შედეგადაც მთას დაეჯახა და 9 ადამიანის სიცოცხლეს წერტილი დაესვა. 

კომპეტენტურმა ორგანომ ვერტმფრენის ძრავის დაზიანება საბოლოოდ გამორიცხა.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

altვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად კობი ბრაიანტი დაიღუპა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან სამწუხაროა რომ მფრინავის ამ შეცდომას მსოფლიო სპორტის ლეგენდა თავის შვილთან ერთად რომ შეეწირა. 99% ავიაკატასტროფის დროს მფრინავის შეცდომა არის ხოლმე. ავიადისპეტჩერი ურჩევდა რომ ცუდი ხილვადობის გამო უნდა დაესვა ვერტმფრენი!
zaza
16:11 10-02-2021
0
არა ჯან დაგესვა ეგ წყეული, თავიც დაიღუპე და ახვა ხალხიც დაღუპე რაც ძალიან საწყენია
მეგრელი
19:02 10-02-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული