"დალასის" ევროპელმა ლიდერმა ლუკა დონჩიჩმა მორიგი შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. ლუკას ანგარიშზე 18 ქულა, 10 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება გახლდათ.
ჯეილინ ბრანსონმა გუნდს 21 ქულა, 4 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
რაც შეეხება "ატლანტა ჰოუქსს", საუკეთესო მექულე ჯონ კოლინსი გახლდათ, რომელმაც თავი 33 ქულით, 8 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრით და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.
კარგი მატჩი ჩაატარა ტრეი იანგმაც, რომელმაც გუნდს 25 ქულა, 7 მოხსნა, 15 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება შესძინა.
"დალასი" 12 გამარჯვებითა და 14 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზე იმყოფება. თავის მხრივ, "ჰოუქსი" 11 გამარჯვებითა და 13 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებს.
"მავერიკსი" მომდევნო მატჩს 13 თებერვალს, "ნიუ ორლეანის" წინააღმდეგ გამართავს. "ატლანტა" ამავე რიცხვში "სან ანტონიოს" დაუპირისპირდება.
გოგას მორიგი კარგი მატჩი, თუმცა ზედიზედ მეოთხე მარცხი [VIDEO]