კარგი მატჩების შემდეგ გოგა ისევ მცირედი დროით ათამაშეს... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 12 თებერვალს, "დეტროიტ პისტონსმა" "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 111:95 დასრულდა. 

გადაბმულად კარგი თამაშების შემდეგ "ინდიანას" მთავარმა მწვრთნელმა გოგა მოედანზე 1 წუთით შეუშვა, რა დროშიც ქართველმა 1 გადაცემა შეასრულა. 

"პეისერსის" რიგებიდან საუკეთესო დომანტას საბონისი გახლდათ, რომელმაც აქტივში 26 ქულა, 8 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება ჩაიწერა. 

მალკომ ბროგდონმა 18 ქულა, 9 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა. 

"პისტონსის" რიგებიდან ჯოშ ჯექსონი გამოირჩა, რომელმაც 18 ქულა, 8 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1
ჩაჭრა დააგროვა. 

"ინდიანა" 13 გამარჯვებითა და ამდენივე მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება და მომდევნო მატჩს 14 თებერვალს, "ატლანტა ჰოუქსის" წინააღმდეგ გამართავს. 

რაც შეეხება "დეტროიტს", ისინი 6 მოგებითა და 19 მარცხით ამავე კონფერენციაში ბოლო, მე-15 ადგილზე იმყოფებიან. მომდევნო მატჩს გუნდი ხვალ, 13 თებერვალს, "ბოსტონის" წინააღმდეგ ჩაატარებს. 

altკარის 10 სამქულიანი და უნიკალური მიღწევა! "ოქროსშტატელებმა" "ორლანდო" დაამარცხეს [VIDEO]


alt"შესაძლოა, გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდეს..." - გოგას კარგ თამაშს უცხოური მედია ეხმაურება



მკითხველის კომენტარები / 7 /
ადვილი გამოსაცნობი გახდა ინდიანას თამაში როცა უნდა წააგოს მაშინ გოგას ათამაშებს.
გრიგოლი1408
12 თებერვალი 2021 19:47
2
ქულები უნდა დააგროვოს და საერთოდ ორმაგი დუბლები აკეთოს.ეგ რაღაცეები მერე პახოდუ უნდა გააკეთოს. კარგი პრესა კი აქვს და რა გინდა.ტურნერს ჯობია და იას კიდევ იუკოვიჩს და კირილენკოსაც.
dsag
12 თებერვალი 2021 18:11
0
უნდა ვაღიარო რომ ბითაძე ნბა-სთვის ჯერ მზად არ არის.იქ სასწავლებლად ჩავიდა რაც დიდი შეცდომა იყო.ნბა დიდი ომია და თუ მაგარი მეომარი არა ხარ ვერ გაქაჩავ.ევროპაში უნდა დაბრუნდეს და რომელიმე ტოპ კლუბის ლიდერი უნდა გახდეს ხოლო 4-5 წლის მერე თუ ნამდვილი მებრძოლი გახდა მერე წავიდეს ნბა-ში.როგორც გაზოლები მოიქცნენ.ასე 2 წუთიანი თამაშით კალათბურთი დაავიწყდება.
ჩემი აზრით
12 თებერვალი 2021 17:11
5
გოგას დროც მოვა, დრო უნდა ყველაფერს, დღეს ის არის საბონისის შემცვლელი, როცა საბონისი დაიღლება მას ათამაშებენ. წარმატებები გოგას
x.x
12 თებერვალი 2021 17:01
1
ავტორს...მე მგონი მასპინძელი გუნდის ქულები პირველ ადგილზე იწერება და სტუმრების მეოერეზე, ანგარიშის დაწერისას.
რატი
12 თებერვალი 2021 15:08
0
ამერიკაში,ტაბლოზე,პირველ ადგილზე,სტუმარი გუნდის სახელი იწერება,მასპინძლისა კი;-მეორეზე.
სოსო
15 თებერვალი 2021 12:40
0
სტუმართა გამარჯვებით 111:95 დასრულდა, მასპინძელი 95:111 დამარცხდა

ორივე სწორია
ასფასგა
12 თებერვალი 2021 15:23
1

სიახლეები პოპულარული