დონჩიჩის კარიერის საუკეთესო თამაში და გამარჯვება "პელიკანსთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 13 თებერვალს, "დალას მავერიკსმა" "ნიუ ორლეან პელიკანსს" უმასპინძლა და სუპერშედეგიან თამაშში 143:130 დაამარცხა.

ლუკა დონჩიჩმა კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა, რომელმაც გუნდს 46 ქულა, 8 მოხსნა, 12 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება შესძინა. ლუკამ 8 ნასროლი სამქულიანიდან 5 ზუსტად მოათავსა, ხოლო თამაშიდან 17/30 ჩააგდო.

ფანტასტიკურა ითამაშა ლატვიელმა კრისტაპს პორზინგისმა, რომელმაც 36 ქულა, 7 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1-იც დაფარება მიითვალა.

რაც შეეხება "პელიკანსს", საუკეთესო ზაიონ უილიამსონი გახლდათ, რომელმაც თავი 36 ქულით, 2 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემითა და
2 ჩაჭრით გამოიჩინა.

შესანიშნავად ითამაშა ბრენდონ ინგრამმაც, რომელმაც, თავის მხრივ, 30 ქულა, 5 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

13 გამარჯვებითა და 14 მარცხით "დალასი" დასავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება.

11 გამარჯვებითა და 14 მარცხით "ნიუ ორლეანი" ამავე კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს.

"მავერიკსი" მომდევნო მატჩს 15 თებერვალს "პორტლენდ ტრეილბლეიზერსის" წინააღმდეგ გამართავს, "პელიკანსი" ამავე რიცხვში "დეტროიტ პისტონსს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული