ლუკა დონჩიჩმა ბოლო თამაშში ("პელიკანსის" წინააღმდეგ) კარიერის საუკეთესო თამაშის (46 ქულა) შემდეგ მორიგი ფანტასტიკური შეხვედრა ჩაატარა. დღეს ახალგაზრდა ვუნდერკინდის ანგარიშზე 44 ქულა, 7 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.
კრისტაპს პორზინგისმა თავისი შესაფერისი შეხვედრა ნამდვილად ვერ ჩაატარა. ლატვიელმა თავი 18 ქულას, 8 მოხსნას, 1 ჩაჭრასა და 2 დაფარებას მოუყარა.
"პორტლენდის" რიგებიდან გუნდის მთავარი ვარსკვლავი დემიენ ლილარდი გამოირჩა, რომელმაც აქტივში 34 ქულა, 3 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.
რობერტ კოვინგტონის ანგარიშზე 15 ქულა, 5 მოხსნა და 4 ჩაჭრა გახლდათ.
13 მოგებითა და 15 მარცხით "დალასი" დასავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილს იკავებს.
რაც შეეხება "ტრეილბლეიზერსს", მათ 16 გამარჯვება და 10 მარცხი აქვთ, რითაც ამავე კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფებიან.
"მავერიქსი" მომდევნო მატჩს 18 თებერვალს, "დეტროიტ პისტონსის" წინააღმდეგ ჩაატარებს. თავის მხრივ, "პორტლენდი" 17 თებერვალს "ოკლაჰომა სითი თანდერს" დაუპირისპირდება.
დონჩიჩის კარიერის საუკეთესო თამაში და გამარჯვება "პელიკანსთან" [VIDEO]