დონჩიჩის ფანტასტიკური შეხვედრა და მატჩის მომგები სროლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 24 თებერვალს, "დალას მავერიკსმა" "ბოსტონ სელტიკსს" უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში ბოლო წამებზე 110:107 დაამარცხა. 

ლუკა დონჩიჩმა ფანტასტიკური შეხვედრა გამართა. სლოვენიელმა 31 ქულა, 10 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. ლუკამ ბოლო წამებზე სამქულიანით საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა და "ბოსტონს" დროც კი არ დაუტოვა ანგარიშის გასათანაბრებლად. 

ასევე კარგი მატჩი ჯეილინ ბრანსონმა ჩაატარა, რომელმაც გუნდს 22 ქულა, 2 მოხსნა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა შესძინა. 

რაც შეეხება "ბოსტონს", ახალგაზრდების დუეტმა, ჯეილინ ბრაუნმა და ჯეისონ ტეიტუმმა, შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. 

ბრაუნის ანგარიშზე
29 ქულა, 7 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა გახლდათ. 

თავის მხრივ, ტეიტუმმა 28 ქულა, 6 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.

15 გამარჯვებითა და ამდენივე მარცხით "დალასი" დასავლეთ კონფერენციაში მე-9  ადგილზე იმყოფება. 

"სელტიკსი" 15 გამარჯვებითა და 16 მარცხით აღმოსავლეთში მე-6 ადგილს იკავებს. 

"მავერიკსი" 26 თებერვალს "ფილადელფიას" დაუპირისპირდება. თავის მხრივ, "ბოსტონი" 25 თებერვალს "ატლანტას" შეხვდება. 


altსუპერდუეტის 65 ქულა და ოვერტაიმში დამარცხებული "ლეიკერსი" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული