სუპერდუეტის 65 ქულა და ოვერტაიმში დამარცხებული "ლეიკერსი" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 23 თებერვალს, "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 127:124 დასრულდა. 

"ლეიკერსის" რიგებიდან ლებრონ ჯეიმსმა შესანიშნავად ითამაშა. "მეფის" ანგარიშზე 31 ქულა, 9 მოხსნა, 13 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გახლდათ. აღსანიშნავია ლებრონის 8 დაკარგვაც. 

ენტონი დევისის არყოფნაში კარგად ათამაშდა მონტრზელ ჰარელი, რომელმაც დღეს 26 ქულა, 9 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება მიითვალა.

რაც შეეხება "ვაშინგტონს", დედაქალაქელთა სუპერდუეტმა დღესაც ფანტასტიკურად ითამაშა.

ბრედლი ბილმა თავი 33 ქულით, 7 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა. 

რასელ
უესტბრუქმა გუნდს 32 ქულა, 14 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა შესძინა. 

22 გამარჯვებითა და 10 მარცხით "ლეიკერსი" დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებს. 

ზედიზედ 5 მოგებული მატჩის მიუხედავად, "ვაშინგტონი" 11 გამარჯვებითა და 17 მარცხით აღმოსავლეთში მე-13 ადგილზე იმყოფება.

კალიფორნიელები მომდევნო მატჩს 25 თებერვალს, "იუტა ჯაზის" წინააღმდეგ გამართავენ. თავის მხრივ, "ვაშინგტონი" 24 თებერვალს "ლოს ანჯელეს კლიპერსს" დაუპირისპირდება.

alt"ფინიქსის" მორიგი გამარჯვება და მიწასთან გასწორებული "პორტლენდი" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული