"ინდიანას" რიგებში კვლავ ლიმიტირებული დროით ათამაშეს გოგა ბითაძე, რომელმაც ამჯერად 2 წუთი მიიღო, რა დროშიც მეტოქეზე ერთხელ დაჯარიმდა.
რაც შეეხება "პეისერსის" საუკეთესო მოთამაშეს, ეს დომანტას საბონისი გახლდათ, რომელმაც 22 ქულა, 16 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.
"გოლდენ სტეიტის" რიგებიდან საუკეთესო მექულე სტეფ კარი გახლდათ, რომელმაც გუნდს 24 ქულა შესძინა. "ოქროს ბიჭუნას" ასევე 8 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა ჰქონდა.
ცუდად დაწყებული სეზონის შემდეგ კელი უბრემ ძალიან მოუმატა. ამჯერად, კელის ანგარიშზე 17 ქულა და 5 მოხსნა გახლდათ.
15 გამარჯვებითა და ამდენივე მარცხით "ინდიანა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს.
"გოლდენ სტეიტს" 18 მოგება და 15 მარცხი აქვს, რითაც დასავლეთში მე-8 ადგილზე იმყოფება.
"პეისერსი" მომდევნო მატჩს 27 თებერვალს, "ბოსტონ სელტიკსის" წინააღმდეგ გამართავს. "უორიორსი" ამავე რიცხვში "შარლოტ ჰორნეტსს" დაუპირისპირდება.
დონჩიჩის ფანტასტიკური შეხვედრა და მატჩის მომგები სროლა [VIDEO]