სუპერდუეტის მორიგი გამარჯვება... გუნდი პლეი-ოფისკენ მიიწევს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 26 თებერვალს, "დენვერ ნაგეტსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 112:110 დასრულდა. 

გამარჯვებულთა რიგებიდან საუკეთესო ბრედლი ბილი გახლდათ, რომელმაც 33 ქულა, 4 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. 

მორიგი სამმაგი დუბლი შეასრულა რასელ უესტბრუქმა, რომელმაც 16 ქულა, 10 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა მიითვალა. 

"ნაგეტსის" მხრიდან შესანიშნავად ითამაშა ჯამალ მარიმ, რომელმაც გუნდს 34 ქულა, 6 მოხსნა, 6-იც შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება შესძინა.

სუპერევროპელმა ნიკოლა იოკიჩმა აქტივში 24 ქულა, 11 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 1
ჩაჭრა და 2 დაფარება ჩაიწერა.

12 გამარჯვებითა და 18 მარცხით "ვიზარდსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზე იმყოფება. თავის მხრივ, 17 მოგებითა და 15 მარცხით "დენვერი" დასავლეთში მე-8 ადგილს იკავებს. 

"ვაშინგტონი" მომდევნო მატჩს 28 თებერვალს, "მინესოტა ტიმბერვულვზის" წინააღმდეგ გამართავს. "დენვერი" ამავე რიცხვში "ოკლაჰომა სითი თანდერს" დაუპირისპირდება. 


alt"ბრუკლინის" ზედიზედ მე-8 გამარჯვება... სუპერგუნდი სუპერფორმაშია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული