სუპერდუეტის 70 ქულა და ღამის კოშმარი ჯეისონ ტეიტუმი "ბოსტონიდან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 1-ელ მარტს, "ბოსტონ სელტიკსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსს" უმასპინძლა და 111:110 დაამარცხა. დედაქალაქელები 50 წამით ადრე 5 ქულას იგებდნენ, თუმცა "სელტიქსმა" 6-ქულიანი გაქცევა მოაწყო და საჭირო გამარჯვება მოიპოვა. 

"ბოსტონის" რიგებიდან საუკეთესო ჯეისონ ტეიტუმი გახლდათ, რომელმაც "ინდიანა პეისერსთან" ჩაგდებული თამაშის შემდეგ (9 ქულა 22%) დღეს ფანტასტიკურად ითამაშა. ტეიტუმის ანგარიშზე 31 ქულა, 8 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე ჩაჭრა გახლდათ.

კარგ ფორმაში შევიდა კემბა უოლკერი, რომელმაც გუნდს 21 ქულა, 5 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა. 

"ვაშინგტონელთა" რიგებიდან სუპერდუეტმა მორიგი
შესანიშნავი შეხვედრა გამართა. 

გუნდის ლიდერმა ბრედლი ბილმა 46 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, ამდენივე ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა, თუმცა მატჩის მიწურულს ჯერ ბურთი მეტოქეს გადასცა, ხოლო შემდეგ მატჩის მომგები სროლა გააფუჭა. 

რასელ უესტბრუქმა თავი 24 ქულით, 11 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა. 

17 გამარჯვებითა და ამდენივე მარცხით "სელტიკსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება. თავის მხრივ, 13 მოგებითა და 19 მარცხით "ვიზარდსი" ამავე კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს. 

"ბოსტონი" მომდევნო მატჩს 3 მარტს "ლოს ანჯელეს კლიპერსის" წინააღმდეგ გამართავს. "ვაშინგტონი" ამავე რიცხვში "მემფის გრიზლს" დაუპირისპირდება. 

altბერძენი ფანტასტიკურ ფორმაში! "ბაქსის" ზედიზედ მე-5 გამარჯვება [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული