ბერძენი ფანტასტიკურ ფორმაში! "ბაქსის" ზედიზედ მე-5 გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 1-ელ მარტს, "მილუოკი ბაქსმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძლაში 105:100 დაამარცხა. 

"ირმების" ბერძენი ლიდერი იანის ანტეტოკუნმპო ფანტასტიკურ ფორმაში შევიდა. კონკრეტულად დღევანდელ შეხვედრაში იანისმა 36 ქულა, 14 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 4 დაფარება დააგროვა. 

კრის მიდლტონმა გუნდს 19 ქულა, 6 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა შესძინა. 

კალიფორნიელების მხრიდან კავაი ლეონარდი გამოირჩა, რომელმაც თავი 25 ქულით, 9 მოხსნით, 3 გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა. 

პოლ ჯორჯის ანგარიშზე 16 ქულა, 7 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1
დაფარება გახლდათ.

"მილუოკი ბაქსი" 21 გამარჯვებითა და 13 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება. თავის მხრივ, 24 მოგებითა და 12 მარცხით "კლიპერსი" დასავლეთში მე-3 ადგილს იკავებს. 

"ბაქსი" მომდევნო შეხვედრას 3 მარტს, "დენვერ ნაგეტსის" წინააღმდეგ გამართავს. "ლოს ანჯელეს კლიპერსი" ამავე რიცხვში "ბოსტონ სელტიქსს" დაუპირისპირდება.

altბითაძის 5 ქულა და ინდიანელთა მარცხი კონკურენტ ნიქსთან

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული