"ბოსტონის" რიგებიდან საუკეთესო ჯეისონ ტეიტუმი გახლდათ, რომელმაც "ინდიანა პეისერსთან" ჩაგდებული თამაშის შემდეგ (9 ქულა 22%) დღეს ფანტასტიკურად ითამაშა. ტეიტუმის ანგარიშზე 31 ქულა, 8 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე ჩაჭრა გახლდათ.
კარგ ფორმაში შევიდა კემბა უოლკერი, რომელმაც გუნდს 21 ქულა, 5 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.
"ვაშინგტონელთა" რიგებიდან სუპერდუეტმა მორიგი შესანიშნავი შეხვედრა გამართა.
გუნდის ლიდერმა ბრედლი ბილმა 46 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, ამდენივე ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა, თუმცა მატჩის მიწურულს ჯერ ბურთი მეტოქეს გადასცა, ხოლო შემდეგ მატჩის მომგები სროლა გააფუჭა.
რასელ უესტბრუქმა თავი 24 ქულით, 11 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.
17 გამარჯვებითა და ამდენივე მარცხით "სელტიკსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება. თავის მხრივ, 13 მოგებითა და 19 მარცხით "ვიზარდსი" ამავე კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს.
"ბოსტონი" მომდევნო მატჩს 3 მარტს "ლოს ანჯელეს კლიპერსის" წინააღმდეგ გამართავს. "ვაშინგტონი" ამავე რიცხვში "მემფის გრიზლს" დაუპირისპირდება.
ბერძენი ფანტასტიკურ ფორმაში! "ბაქსის" ზედიზედ მე-5 გამარჯვება [VIDEO]