ევროპელმა სუპერვარსკვლავმა ლუკა დონჩიჩმა მორიგი ფანტასტიკური შეხვედრა გამართა. ლუკას ანგარიშზე 33 ქულა, 10 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.
კარგი მატჩი ჩაატარა ჯეილენ ბრანსონმა, რომელმაც 24 ქულა, 6 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.
"ორლანდოს" რიგებიდან ნიკოლა ვუჩევიჩი საოცარ სეზონს ატარებს, რომელმაც დღეს 29 ქულა, 15 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ფრანგმა ივან ფურნიემ გუნდს 26 ქულა, 5 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
17 გამარჯვებითა და 16 მარცხით "დალასი" დასავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება. თავის მხრივ, "მეჯიქს" 13 მოგება და 22 მარცხი აქვს, რითაც აღმოსავლეთში მე-14 ადგილს იკავებს.
"მავერიკსი" მომდევნო მატჩს 4 მარტს, "ოკლაჰომა სითი თანდერის" წინააღმდეგ გამართავს. "ორლანდო" ამავე რიცხვში "ატლანტა ჰოუქსს" დაუპირისპირდება.
სუპერდუეტის 70 ქულა და ღამის კოშმარი ჯეისონ ტეიტუმი "ბოსტონიდან" [VIDEO]