სუპერვარსკვლავები 57 ქულითა და 0 დაკარგვით... "ბრუკლინის" მორიგი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 2 მარტს, "სან ანტონიო სპურსმა" "ბრუკლინ ნეტსს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 113:124 დამარცხდა. 

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო დემარ დეროუზანი გახლდათ, რომელმაც თავი 22 ქულით, 6 მოხსნითა და 11 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. 

დეჟანტე მარიმ მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა. ახალგაზრდის ანგარიშზე 19 ქულა, 6 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა გახლდათ. 

"ნეტსის" რიგებიდან სუპერვარსკვლავები ფანტასტიკურ ფორმაში იმყოფებიან. 

ჯეიმს ჰარდენმა გუნდს 30 ქულა, 14 მოხსნა, 15 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა. აღსანიშნავია, რომ ჰარდენს დღეს 0 დაკარგვა ჰქონდა.

კაირი ირვინგის ანგარიშზე 27 ქულა, 6
მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება გახლდათ. ჯეიმსის მსგავსად, კაირიმაც თამაში 0 დაკარგვით დაასრულა.

17 მოგებითა და 13 მარცხით "სან ანტონიო" დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს. თავის მხრივ, "ბრუკლინს" 23 გამარჯვება და 13 მარცხი აქვს, რითაც აღმოსავლეთში მე-2 ადგილზე იმყოფება. 

"სპურსი" მომდევნო მატჩს ხვალ, 3 მარტს, "ნიუ იორკ ნიქსის" წინააღმდეგ გამართავს. რაც შეეხება "ნეტსს", ისინი 4 მარტს "ჰიუსტონ როკეტსს" დაუპირისპირდებიან. 


altდონჩიჩის მორიგი შესანიშნავი შეხვედრა და გამარჯვება "ორლანდოსთან" [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული