ზედიზედ მე-5 გამარჯვება და "ფინიქსი" დასავლეთში მე-2 ადგილზეა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 12 მარტს, "პორტლენდ ტრეილბლეიზერსმა" "ფინიქს სანსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 127:121 დასრულდა.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო დემიენ ლილარდი გახლდათ, რომელმაც 30 ქულა, 7 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა.

კარგი მატჩი ჩაატარა ენეს კანტერმაც, რომელმაც აქტივში 16 ქულა, 11 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.

"ფინიქსის" რიგებიდან დევინ ბუკერი გამოირჩა, რომელმაც 35 ქულა, 5 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

კრის პოლის ანგარიშზე 19 ქულა, 5 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.

21 გამარჯვებითა და 15
მარცხით "პორტლენდი" დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს. "ფინიქსი" ამავე კონფერენციაში 25 მოგებითა და 11 მარცხით მე-2 ადგილზე იმყოფება.

"ტრეილბლეიზერსი" მომდევნო მატჩს 14 მარტს, "მინესოტა ტიმბერვულვზის" წინააღმდეგ გამართავს. თავის მხრივ, "ფინიქსი" ამავე რიცხვში "ინდიანა პეისერსს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული