42 ქულა და სამმაგი ბერძენის დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 14 მარტს “ვაშინგტონ ვიზარდსმა” “მილუოკი ბაქსს” უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 125:119 დასრულდა.

“ბაქსის” რიგებიდან იანის ანტეტოკუმპომ მორიგი საოცარი შეხვედრა გამართა. ბერძენის ანგარიშზე 33 ქულა, 11 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება გახლდათ. 

იანისს მხარი კრის მიდლტონმა აუბა, რომელმაც გუნდს 16 ქულა, 5 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.

რაც შეეხება “ვიზარდსს”, გუნდის მთავარი ლიდერის, ბრედლი ბილის არ ყოფნაში საუკეთესოობა რასელ უესტბრუქმა აიღო, რომელმაც თავი 42 ქულით, 10 მოხსნით, 1
2 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა. 

შესანიშნავი შეხვედრა გამართა რუი ჰაშიმურამაც, რომელმაც აქტივში 29 ქულა, 11 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა ჩაიწერა.

“მილუოკი” აღმოსავლეთ კონფერენციაში 24 გამარჯვებითა და 14 მარცხით მე-3 ადგილზე იმყოფება, თავის მხრივ “ვაშინგტონი” ამავე კონფერენციაში 14 მოგებითა და 23 მარცხით მე-13 ადგილს იკავებს.

ეს გუნდები 16 მარტს ერთმანეთს კიდევ დაუპირისპირდებიან. 

altგოგა "ლეიკერსთან" სოლიდური დროით დაბრუნდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული