სუპერვარსკვლავები აუტსაიდერთან დამარცხდნენ, თუმცა ირვინგი ფანტასტიკური გახლდათ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 20 მარტს "ორლანდო მეჯიქმა" "ბრუკლინ ნეტსს" უმასპინძლა და მოულოდნელად 121:113 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებიდან შესანიშნავი შეხვედრა გამართეს აარონ გორდონმა და ევან ფურნიემ.

გორნომა 38 ქულა, 6 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა, რაც შეეხება ფურნიერს, ფრანგმა 31 ქულა, 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

"ბრუკლინის" რიგებიდან  საუკეთესო კაირი ირვინგი გახლდათ, რომელმაც თავი 43 ქულით, 6 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემათა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

ჯეიმს ჰარდენმა გუნდს 19 ქულა, 4 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.

14 გამარჯვებითა და 27 მარცხით "ორლანდო" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილს იკავებს, თავის მხრივ "ნეტსი" ამავე კონფერენციაში 28 მოგებითა და 14 მარცხით მე-2 ადგილზე იმყოფება.

"მეჯიქი" მომდევნო შეხვედრას 21 მარტს "ბოსტონ სელტიკსის" წინააღმდეგ გამართავს, "ბრუკლინი" 22 მარტს "ვაშინგტონ ვიზარდსს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული