ზედიზედ 20 მატჩი მარცხდებოდა; ეგონა, ყველაფერი წყალში ჩაიყარა, თუმცა.. "ჰიუსტონის" მწვრთნელს მხარდაჭერამ ძალა შემატა [VIDEO]

AutoSharing Option
22 მარტს "ოკლაჰომა სითი თანდერთან" დამარცხების შემდეგ "ჰიუსტონ როკეტსის" მთავარმა მწვრთნელმა სტეფენ საილასმა ცრემლები ვერ შეიკავა. ამ ყველაფრის მიზეზი ტეხასური გუნდის ზედიზედ მე-20 მარცხი გახლდათ.


საილასი ტიროდა და საუბარი არ სურდა, თითქოს პირველივე სამწვრთნელო კარიერაში იმედები გადაეწურა, თუმცა მას დიდებული მწვრთნელები: დოკ რივერსი, სტივ კერი, ლუკ ვოლტონი და სხვები დაუკავშირდნენ და თანადგომა გამოუცხადეს.

დღეს, 23 მარტს კი, "ჰიუსტონმა" კანადური "ტორონტო რეპტორსი" 18-ქულიანი სხვაობით, 117:99 გაანადგურა. როგორც ჩანს, გენიალური მწვრთნელების გვერდში დგომამ საილასს ახალი ძალა შემატა, ახლა კი თავდაჯერებისა და გუნდის
უკეთესი შედეგის დაფიქსირების დროა.



წყარო: huffpost
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული