ვარსკვლავების დაპირისპირება და დაძაბული ბოლო წუთები! სუპერგუნდი მთავარი ლიდერის გარეშეც იგებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 24 მარტს, "პორტლენდ ტრეილბლეიზერსმა" "ბრუკლინ ნეტსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 116:112 დასრულდა.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო დემიენ ლილარდი გახლდათ, რომელმაც 22 ქულა, 3 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

კარგი შეხვედრა ჩაატარა ენეს კანტერმა, რომელმაც ფარზე აბსოლუტური უპირატესობა მოიპოვა. თურქი ცენტრის ანგარიშზე 19 ქულა, ამდენივე მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება გახლდათ.

რაც შეეხება "ბრუკლინს", მორიგი ფანტასტიკური შეხვედრა გამართა ჯეიმს ჰარდენმა, რომელმაც გუნდს 25 ქულა, 7 მოხსნა, 17 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.

ჯეფ გრინმა თავი 20 ქულით,
4 მოხსნითა და 1 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

25 მოგებითა და 18 მარცხით "პორტლენდი" დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება. თავის მხრივ, "ნეტსი" 30 გამარჯვებითა და 14 მარცხით აღმოსავლეთში მე-2 ადგილს იკავებს.

"ტრეილბლეიზერსი" მომდევნო შეხვედრას 26 მარტს, "მაიამი ჰიტის" წინააღმდეგ გამართავს. "ბრუკლინი" 25 მარტს "იუტა ჯაზს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
და ეს მთვარი ლიდერი, რომელიც აკლდათ...?!
ანზორი
16:05 24-03-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული