დღეს, 25 მარტს, "ინდიანა პეისერსმა" "დეტროიტ პისტონსს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 116:111 დაამარცხა.
"პეისერსის" შემადგენლობაში გოგა ბითაძემ მოედანზე 11:16 წუთი დაჰყო, რა დროშიც 9 ქულა, 5 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.
"ინდიანას" რიგებში საუკეთესო კარის ლევერტი გახლდათ, რომელმაც თავი 28 ქულით, 6 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.
რაც შეეხება "პისტონსს", გუნდის ლიდერმა ჯერემი გრანტმა მორიგი შესანიშნავი შეხვედრა გამართა. გრანტმა 29 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება დააგროვა.
20 მოგებითა და 23 მარცხით "პეისერსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება. თავის მხრივ, "დეტროიტი" 12 გამარჯვებითა და 31 წაგებით ამავე კონფერენციაში ბოლო, მე-15 ადგილს იკავებს.
"ინდიანა" მომდევნო შეხვედრას 27 მარტს, "დალას მავერიკსის" წინააღმდეგ ჩაატარებს. "პისტონსი" ამავე რიცხვში "ბრუკლინ ნეტსს" დაუპირისპირდება.