დღეს, 26 მარტს, "ნიუ იორკ ნიქსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 106:102 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო ალეკ ბურკი გახლდათ, რომელმაც 27 ქულა, 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა.
კარგი მატჩი ჩაატარა არჯეი ბარეტმა, რომელმაც თავი 24 ქულით, 10 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.
რაც შეეხება "ვაშინგტონს", დედაქალაქელებს ბრედლი ბილმა ულიდერა, რომელმაც გუნდს 26 ქულა, 4 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
რასელ უესტბრუქის ანგარიშზე 13 ქულა, 18 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 4 დაფარება გახლდათ.
ამრიგად, 23 გამარჯვებითა და 22 მარცხით "ნიქსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს. თავის მხრივ, "ვიზარდსი" 15 მოგებითა და 28 წაგებით ამავე კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს.
"ნიუ იორკი" შემდეგ შეხვედრას 28 მარტს, "მილუოკი ბაქსის" წინააღმდეგ გამართავს. "ვაშინგტონი" ამავე რიცხვში "დეტროიტ პისტონსს" დაუპირისპირდება.