დღეს, 26 მარტს, "მაიამი ჰიტმა" "პორტლენდ ტრეილბლეიზერსს" უმასპინძლა. შეხვედრა დრამატულ ფორმატში წარიმართა, ბოლო წამამდე ანგარიში თანაბარი გახლდათ, თუმცა მატჩის მომგები სროლის დროს დემიენ ლილარდზე დაჯარიმდნენ და ამ უკანასკნელმა საკუთარ გუნდს მორიგი გამარჯვება შესძინა.
სტუმართა რიგებიდან საუკეთესო ბემ ადებაიო გახლდათ, რომელმაც 29 ქულა, 9 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 5 დაფარება მიითვალა.
შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა ტაილერ ჰერომაც, რომელმაც თავი 29 ქულით, 4 მოხსნით, 8 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.
"პორტლენდის" რიგებიდან შესანიშნავად ითამაშა სიჯეი მაკალუმმა, რომელმაც გუნდს 35 ქულა, 1 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა.
დემიენ ლილარდის ანგარიშზე 22 ქულა, 3 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება გახლდათ.
ამრიგად, "ჰიტი" 22 მოგებითა და 23 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზე იმყოფება. თავის მხრივ, "ტრეილბლეიზერსი" 26 გამარჯვებითა და 18 წაგებით დასავლეთში მე-6 ადგილს იკავებს.
"მაიამი" მომდევნო შეხვედრას 27 მარტს, "შარლოტ ჰორნეტსის" წინააღმდეგ გამართავს. "პორტლენდი" ამავე რიცხვში "ორლანდო მეჯიქს" დაუპირისპირდება.