2 ოვერტაიმი და დაძაბულობა ტეხასში... პოპოვიჩის გუნდი დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 2 აპრილს, "სან ანტონიო სპურსმა" "ატლანტა ჰოუქსს" უმასპინძლა და დაძაბულ, ოროვერტაიმიან შეხვედრაში 129:134 დამარცხდა.

ტეხასელთა რიგებიდან საუკეთესო  დემარ დეროუზანი გახლდათ, რომელმაც გუნდს 36 ქულა, 5 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

დერიკ უაითის ანგარიშზე 29 ქულა, 1 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება გახლდათ.

რაც შეეხება "ატლანტას", 3-მა კალათბურთელმა შეძლო და 28 ქულა დააგროვა, თუმცა მათ შორის საუკეთესო გუნდის შვეიცარიელი ცენტრი კლინტ კაპელა გახლდათ, რომელმაც 28 ქულა, 17 მოხსნა და 5 დაფარება დააგროვა.

ტრეი იანგმა აქტივში
28 ქულა, 2 მოხსნა, 12 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.

ბოგდან ბოგდანოვიჩის ანგარიშზე 28 ქულა, 5 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება გახლდათ.

24 გამარჯვებითა და 22 მარცხით "სან ანტონიო" დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე იმყოფება. "ჰოუქსი" 24 მოგებითა და 24 მარცხით აღმოსავლეთში მე-7 ადგილს იკავებს.

"სპურსი" მომდევნო შეხვედრას 4 აპრილს, "ინდიანა პეისერსის" წინააღმდეგ გამართავს. "ატლანტა" 3 აპრილს "ნიუ ორლეანს პელიკანსს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული