სირენასთან ერთად ჩაგდებული ბურთი და დედაქალაქელების ზედიზედ მე-4 მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 6 აპრილს, "ტორონტო რეპტორსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსს" უმასპინძლა და დაძაბულ დაპირისპირებაში 103:101 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო გუნდის ლიდერი პასკალ სიაკამი გახლდათ, რომელმაც თავი 22 ქულით, 5 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემით, 2 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.

"ტრეილბლეიზერსიდან" გადაბარგებულმა გარი ტრენტ ჯუნიორმა მატჩის მომგები სროლა სირენასთან ერთად ჩააგდო და დედაქალაქელებს ზედიზედ მე-4 წაგება აგემა.

რაც შეეხება "ვიზარდსს", რასელ უესტბრუქი გამოირჩა, რომელმაც გუნდს 23 ქულა, 14 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

ამრიგად, 20 მოგებითა და 30 წაგებით "რეპტორსი" აღმოსავლეთ
კონფერენციაში მე-11 ადგილს იკავებს. "ვაშინგტონი" 17 გამარჯვებითა და 32 მარცხით ამავე კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება.

კანადელები მომდევნო შეხვედრას 7 აპრილს, "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" წინააღმდეგ გამართავენ. "ვიზარდსი" 8 აპრილს "ორლანდო მეჯიქს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული