გოგა თამაშიდან თამაშამდე უმატებს! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 10 აპრილს, "ორლანდო მეჯიქმა" "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 111:106 დასრულდა.

"პეისერსის" რიგებში გოგა ბითაძემ მოედანზე 15:19 წუთი დაჰყო, რა დროშიც 5 ქულა, 7 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა.

"ყვითლების" რიგებში საუკეთესო კი დომანტას საბონისის გახლდათ, რომელმაც გუნდს 16 ქულა, 15 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება შესძინა.

"ორლანდოს" რიგებიდან ტერენს როსი გამოირჩა, რომელმაც თავი 24 ქულით, 4 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩნა.

ამრიგად, "ინდიანა" აღოსავლეთ კონფერენციაში 24 გამარჯვებითა და 27 მარცხით მე-9 ადგილზე
იმყოფება, "მეჯიქი" 17 მოგებითა და 35 წაგებით იმავე აღმოსავლეთში მე-14 ადგილს იკავებს.

"პეისერსი" მომდევნო შეხვედრას 12 აპრილს, "მემფის გრიზლის" წინააღმდეგ გამართავს, "ორლანდო" ამავე რიცხვში "მილუოკი ბაქსს" დაუპირისპირდება.

altკარიერის საუკეთესო მაჩვენებელი და რეკორდული საღამო! გოგამ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
აქ კი, არისტოტელეს ლოგიკა უძლურია!
ზურაბი
15:27 10-04-2021
0
წინა თამაშში უფრო მეტიც ითამაშა და მეტიც ჩააგდო - სადაა ლოგიკა?!
BOSS
13:21 10-04-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული