ტეიტუმის 53 ქულა, კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი და "ბოსტონის" მნიშნველოვანი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 10 აპრილს, "ბოსტონ სელტიკსმა" "მინესოტა ტიმბერვულვზს" უმასპინძლა და დაძაბულ დაპირისპირებაში 145:136 დაამარცხა.

"კელტების" რიგებიდან ჯეისონ ტეიტუმმა კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ახალგაზრდა სუპერვარსკვლავის ანგარიშზე 53 ქულა, 10 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება გახლდათ.

ჯეილინ ბრაუნმა თავი 26 ქულით, 5 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემით, 2 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.

რაც შეეხება "მინესოტას", კარლ ენტონი თაუნსმა გუნდს 30 ქულა, 12 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

ამრიგად, "ბოსტონი" 27 მოგებითა და 26 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს
იკავებს, "მინესოტა" 13 გამარჯვებითა და 40 წაგებით დასავლეთში მე-15 ადგილზე იმყოფება.

"სელტიკსი" მომდევნო შეხვედრას 11 აპრილს, "დენვერ ნაგეტსის" წინააღმდეგ გამართავს, "ტიმბერვულვზი" 12 აპრილს "ჩიკაგო ბულსს" დაუპირისპირდება.

altგოგა თამაშიდან თამაშამდე უმატებს! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული