რამდენიმე კარგი მატჩის შემდეგ გოგა ბითაძემ შეხვედრა პირწმინდად ჩააგდო... ქართველის ანგარიშზე 2 მოხსნა და 1 დაფარება გახლდათ. გოგამ მოედანზე 11:18 წუთი დაჰყო, ბურთი ფარისკენ 4-ჯერ ისროლა და მიზანს არცერთმა უწია.
"პეისერსის" რიგებიდან საუკეთესო მალკომ ბროგდონი გახლდათ, რომელმაც 29 ქულა, 5 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
რაც შეეხება "კლიპერსს", ფანტასტიკურ სვლას განაგრძობს პოლ ჯორჯი, რომელმაც დღევანდელ შეხვედრაში გუნდს 36 ქულა, 7 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.
ამრიგად, "ინდიანა" 25 მოგებითა და 28 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილს იკავებს. "კლიპერსი" 38 გამარჯვებითა და 18 მარცხით დასავლეთში მე-3 ადგილზე იმყოფება.
"პეისერსი" მომდევნო შეხვედრას 15 აპრილს, "ჰიუსტონ როკეტსის" წინააღმდეგ გამართავს. კალიფორნიელები ამავე რიცხვში "დეტროიტ პისტონსს" დაუპირისპირდებიან.
ბითაძის ფენომენალური დაცვა და "ინდიანას" მორიგი გამარჯვება [VIDEO]