გოგამ საუკეთესო მაჩვენებელი გაიმეორა! ქართველის შესანიშნავი თამაში დაცვაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გოგა ბითაძემ 5 დაფარებით კარიერის რეკორდი გაიმეორა და ეს დღეს, გამთენიისას, "სან ანტონიოსთან" მატჩში მოახერხა. ქართველმა ცენტრმა კარიერაში მეოთხედ და მიმდინარე სეზონში მეორედ – სასტარტო ხუთეულში ითამაშა. ბითაძეს სათამაშოდ მთლიანობაში 23 წუთი დაეთმო, რა დროშიც 7 ქულა, 9 მოხსნა და 5 დაფარება მიითვალა.

მატჩი ინდიანაპოლისში გაიმართა და "სან ანტონიოს" გამარჯვებით – 109:94 დასრულდა. ინდიანელთა განაცხადში არ ყოფილან არც ნომინალური ცენტრი მაილს ტერნერი, რომელმაც ფეხის ტრავმა მიიღო და არც ლიეტუველი ფორვარდი დომანტას საბონისი. ეს ბითაძის შანსი იყო, რომელიც ქართველმა გამოიყენა და
სოლიდური, 5 დაფარება მიითვალა, რასაც არცთუ ურიგო 9 მოხსნა მოაყოლა. აი, ქულები მეტი შეეძლო ჩაეგდო, რადგან თამაშიდან ნასროლი 7 ბურთიდან მხოლოდ 1 მოათავსა კალათში.

ბითაძემ 5-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. მან საკმაოდ კარგად ისროლა საჯარიმოები და 6 ცდიდან 5 გამოიყენა. მოედანზე მისმა უშუალო კონკურენტმა, სანანტონიოელთა ავსტრიელმა ცენტრმა იაკობ პოელტლმა 16 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა.

26 მოგებითა და 31 მარცხით "ინდიანა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა და უკვე სოლიდურად ჩამორჩება საპლეიოფო ზონაში მყოფ ბოლო გუნდ "შარლოტს". შემდეგი მატჩი "ინდიანას" 22 აპრილს, შინ "ოკლაჰომასთან" ელის.

GBF

მკითხველის კომენტარები / 1 /
რა შანსი გამოიყენა 7 დან 1 ბურთი ჩააგდო და ეს არის შანსის გამოყენება
რეალობის აღქმა დაიბრუნეთ
11:28 20-04-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული