ემბიდის მიერ საკუთარი საჯარიმოდან ნასროლი ბურთი კალათმა არ მიიღო... "ფილადელფიას" დასანანი მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 22 აპრილს, "ფილადელფიამ" "ფინიქს სანსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 116:113 დასრულდა. 

მასპინძელთა რიგებიდან მორიგი ფანტასტიკური შეხვედრა გამართა ჯოელ ემბიდმა, რომელმაც გუნდს 38 ქულა, 17 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება შესძინა. კამერუნელ ცენტრს მატჩის ბოლო წამებზე ძალიან არ გაუმართლა. ჯოელმა ბურთი ამერიკული ფეხბურთის სტილში მოისროლა და თითქმის ჩავარდნილი კალათიდან ამოვარდა, რის გამოც "ფილადელფიამ" ზედიზედ მე-2 მარცხი იწვნია.

რაც შეეხება "ფინიქსს", საუკეთესო ვეტერანი გამთამაშებელი კრის პოლი გახლდათ, რომელმაც თავი 28 ქულით, 3 მოხსნით, 8 შედეგიანი გადაცემითა და
1 დაფარებით გამოიჩინა.

ამრიგად, 39 გამარჯვებითა და 19 მარცხით "ფილადელფია" აღმოსავლეთ კონფერენციაში 1-ელ ადგილზე იმყოფება. "სანსი" 42 მოგებითა და 16 წაგებით დასავლეთში მეორეა.

"ფილა" მომდევნო შეხვედრას ხვალ, 23 აპრილს, "მილუოკი ბაქსის" წინააღმდეგ გამართავს, "ფინიქსი" იმავე რიცხვში "ბოსტონ სელტიკსს" დაუპირისპირდება.

altდეკადის საუკეთესო და ერთ-ერთი გამორჩეული გამთამაშებლების დაპირისპირება ღირსეული გამარჯვებულით დასრულდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული