დეკადის საუკეთესო და ერთ-ერთი გამორჩეული გამთამაშებლების დაპირისპირება ღირსეული გამარჯვებულით დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 22 აპრილს, "ვაშინგტონ ვიზარდსმა" "გოლდენ სტეიტ უორიორსს" უმასპინძლა და 118:114 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო ბრედლი ბილი გახლდათ, რომელმაც 29 ქულა, 10 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა.

მორიგი სამმაგი დუბლი შეასრულა რასელ უესტბრუქმა. "კუნინძამ" გუნდს 14 ქულა, 20 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა შესძინა.

რაც შეეხებათ "ოქროსშტატელებს", საუკეთესო მექულე კელი უბრე ჯუნიორი გახლდათ, რომელმაც თავი 24 ქულით, 9 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.

თავისი კალიბრის შესაფერისი შეხვედრა ვერ გამართა სტეფ კარიმ. "ოქროს
ბიჭუნამ" 18 ქულა, 7 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ამრიგად, "ვაშინგტონმა" ბოლო 9 შეხვედრიდან 8 მოიგო და დიდი ჩავარდნა ამოქაჩა. დედაქალაქელები 25 გამარჯვებითა და 33 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზე იმყოფებიან. "გოლდენ სტეიტი" 29 მოგებითა და 30 წაგებით დასავლეთში მე-9 ადგილს იკავებს.

"ვიზარდსი" მომდევნო შეხვედრას 24 აპრილს, "ოკლაჰომა სითი თანდერის" წინააღმდეგ გამართავს. "უორიორსი" ამავე რიცხვში "დენვერ ნაგეტსს" დაუპირისპირდება.

altსანახაობრივ კალათბურთში გამოცდილებამ იმარჯვა! სუპერგუნდის მორიგი გამარჯვება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული