დურანტი ზღაპრული თამაშით დაბრუნდა, მისმა გუნდმა კი ერთ-ერთი ფავორიტი დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 26 აპრილს, "ბრუკლინ ნეტსმა" "ფინიქს სანსს" უმასპინძლა და 128:119 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებში საუკეთესო კაირი ირვინგი გახლდათ, რომელმაც გუნდს 34 ქულა, 6 მოხსნა და 12 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

ტრავმიდან კევინ დურანტი ზღაპრულად დაბრუნდა. სუპერვარსკვლავმა 33 ქულა, 6 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.

რაც შეეხება "ფინიქსს", გუნდის ლიდერმა დევინ ბუკერმა თავი 36 ქულით, 3 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.

ამრიგად, "ნეტსი" 41 მოგებითა და 20 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში 1-ელ ადგილზე იმყოფება, "სანსი" 42
გამარჯვებითა და 18 წაგებით დასავლეთში მე-2 ადგილს იკავებს.

"ბრუკლინი" მომდევნო შეხვედრას 28 აპრილს, "ტორონტო რეპტორსის" წინააღმდეგ გამართავს. "ფინიქსი" 27 აპრილს "ნიუ იორკ ნიქსს" დაუპირისპირდება.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული