კარის ზღაპრული თვე და თამაში საკუთარი რეკორდის მოსახსნელად [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 26 აპრილს, "გოლდენ სტეიტ უორიორსმა" "საკრამენტო კინგსს" უმასპინძლა და დაძაბულ დაპირისპირებაში 117:113 დაამარცხა.

საოცარ ფორმაშია "უორიორსის" ლიდერი სტეფ კარი, რომელმაც დღევანდელ შეხვედრაში 37 ქულა, 7 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება დააგროვა. "ოქროს ბიჭუნამ" აპრილის თვეში 85 სამქულიანი ჩააგდო, რაც ლიგის ახალი რეკორდია. თანაც აღსანიშნავია, რომ სტეფს აქტივში კიდევ 2 თამაში აქვს. შეგახსენებთ, წინა რეკორდიც კარის ანგარიშზე გახლდათ.

რაც შეეხება "საკრამენტოს", ბადი ჰილდმა თავი 25 ქულით, 6 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

ამრიგად,
"გოლდენ სტეიტი" დასავლეთ კონფერენციაში 31 მოგებითა და 30 წაგებით მე-10 ადგილს იკავებს. "კინგსი" 24 გამარჯვებითა და 36 მარცხით იმავე დასავლეთში მე-12 ადგილზე იმყოფება.

"უორიორსი" მომდევნო შეხვედრას 28 აპრილს, "დალას მავერიკსის" წინააღმდეგ გამართავს. "საკრამენტო" "მავერიკსს" 27 აპრილს დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული