ტეიტუმის ისტორიული საღამო, რეკორდი, 32 ქულიანი გაქცევა და მნიშვნელოვანი გამარჯვება "სპურსთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 1-ელ მაისს, "ბოსტონ სელტიკსმა" "სან ანტონიო სპურსს" უმასპინძლა და 143:140 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ "სპურსი" მოწინააღმდეგეს 32 ქულიანი უპირატესობით ასწრებდა, თუმცა "კელტებმა" ჩამორჩენის აღმოფხვრა მოახერხეს და საბოლოოდ ოვერტაიმში გამარჯვებაც მოიპოვეს.

"ბოსტონის" რიგებიდან ფანტასტიკის საზღვრებს ზემოთ თამაშობდა ჯეისონ ტეიტუმი, რომელმაც დღევანდელ შეხვედრაში 60 ქულა, 8 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა, ახალგაზრდა ვარსკვლავს 0 დაკარგვა ჰქონდა, რაც მის მონაგარს კიდევ უფრო მეტად გასაოცარს ხდის, ამ შედეგით კი ჯეისონი მეორე კალათბურთელი გახდა, რომელმაც "სელტიკსის" შემადგენლობაში 60 ქულა ჩააგდო.

რაც შეეხება "სპურსს",
გამორჩეული დემარ დეროუზანი გახლდათ, რომელმაც თავი 30 ქულით, 5 მოხსნით, 14 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.

ამრიგად, "ბოსტონი" 34 გამარჯვებითა და 30 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს, "სან ანტონიო" 31 მოგებითა და ამდენივე წაგებით დასავლეთში მე-9 ადგილზე იმყოფება.

"სელტიკსი" მომდევნო შეხვედრას 3 მაისს, "პორტლენდ ტრეილბლეიზერსის" წინააღმდეგ გამართავს, "სპურსი" იმავე რიცხვში "ფილადელფიას" დაუპირისპირდება.

altგოგამ მორიგი შეხვედრა გამოტოვა, მისი გუნდი კი კვლავ დამარცხდა [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული