საუკეთესოთა დაპირისპირებაში კალათბურთმა იმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 1-ელ მაისს "ფინიქს სანსმა" "იუტა ჯაზს" უმასპინძლა და 121:100 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებში საუკეთესო დევინ ბუკერი გახლდათ, რომელმაც 31 ქულა, 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. 

რაც შეეხება "ჯაზს", ბოიან ბოგდანოვიჩმა გუნდს 22 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა შესძინა. 

ამრიგად, "სანსი" 45 მოგებითა და 18 მარცხით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს, ზუსტად მგავსი შედეგით "იუტა" იმავე კონფერენციაში მეორე ადგილს იკავებს. ისიც აღსანიშნავია, რომ "იუტამ" "ფინიქსთან" 3-ივე შეხვედრა დათმო, რის გამოც პირველობა დაკარგა.

"სანსი" მომდევნო შეხვედრას 3 მაისს, "ოკლაჰომა სითი თანდერის"
წინააღმდეგ გამართავს, "ჯაზი" 2 მაისს "ტორონტო რეპტორსს" დაუპირისპირდება.

altტეიტუმის ისტორიული საღამო, რეკორდი, 32 ქულიანი გაქცევა და მნიშვნელოვანი გამარჯვება "სპურსთან" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული