გოგაზე მწვრთნელის ასისტენტმა გაიწია, ქართველი სოლიდური დროით და ცოტა სკანდალით დაბრუნდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 6 მაისს, "ინდიანა პეისერსმა" "საკრამენტო კინგსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 104:93 დასრულდა. 

პარკეტს სოლიდური დროით დაუბრუნდა გოგა ბითაძე. ქართველმა დღევანდელ შეხვედრაში მოედანზე 20:37 წუთი დაჰყო, რა დროშიც 5 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე დაფარება დააგროვა. აღსანიშნავია, რომ მესამე მეოთხედის მიწურულს "პეისერსის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა გრეგ ფოსტერმა გოგას მიმართულებით გაიწია, მისი შეკავება კი თანაგუნდელებს და სამწვრთნელო შტაბს მოუწიათ. სავარაუდოდ, დაპირისპირება ქართველის მიერ აღებული ჯარიმის გამო მოხდა. 

"ინდიანას" რიგებში საუკეთესო დომანტას საბონისი გახლდათ, რომელმაც 17 ქულა, 13 მოხსნა,
8 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა. 

რაც შეეხება "საკრამენტოს", მარვინ გაგლი III გამოირჩა, რომელმაც გუნდს 31 ქულა და 12 მოხსნა შესძინა. 



ამრიგად, 30 მოგებითა და 35 მარცხით "პეისერსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება. "კინგსი" 29 გამარჯვებითა და 37 წაგებით დასავლეთში მე-12 ადგილს იკავებს.

"ინდიანა" მომდევნო შეხვედრას 7 მაისს, "ატლანტა ჰოუქსის" წინააღმდეგ გამართავს. "საკრამენტო" 8 მაისს "სან ანტონიო სპურსს" დაუპირისპირდება.

altკარგი სიახლე დასავლეთიდან! შესაძლოა გოგას თავის გამოსაჩენად კიდევ ერთი შანსი მიეცეს

მკითხველის კომენტარები / 14 /
რომ არ შეეკავებინათ რას იზამდა, დაარტყამდა? მიდი გოგა სხვა გუნდი მონახე ჯობია
3
მამაშენს გაექაჩე შე არაკაცო
ვეტერანი
10:14 06-05-2021
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული