გოგამ შეხვედრა პირწმინდად ჩააგდო... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 7 მაისს, "ინდიანა პეისერსმა" "ატლანტა ჰოუქსს" უმასპინძლა და დაძაბულ დაპირისპირებაში 133:126 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებიდან გოგა ბითაძემ პარკეტზე 14:28 წუთი დაჰყო, რა დროშიც საკუთარ გუნდს დიდი ვერაფერი მონაგარი ვერ შესძინა. გოგას ანგარიშზე 2 ქულა, 1 მოხსნა, 1-იც შედეგიანი გადაცემა და ამდენივე დაფარება გახლდათ.

"პეისერსის" რიგებში საუკეთესო კარის ლევერტი გახლდათ, რომელმაც 31 ქულა, 3 მოხსნა, 12 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 3 დაფარება დააგროვა.

რაც შეეხება "ჰოუქსს", ტრეი იანგი გამოირჩა, რომელმაც 30 ქულა, 4 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება
მიითვალა.

ამრიგად, "ინდიანა" 31 მოგებითა და 35 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება. "ატლანტა", თავის მხრივ, იმავე აღმოსავლეთში 37 გამარჯვებითა და 31 წაგებით მე-5 ადგილზე იმყოფება.

"პეისერსი" მომდევნო შეხვედრას 9 მაისს, "ვაშინგტონ ვიზარდსის" წინააღმდეგ გამართავს. "ჰოუქსი" იმავე "ვაშინგტონს" 11 მაისს დაუპირისპირდება.

altგოგაზე მწვრთნელის ასისტენტმა გაიწია, ქართველი სოლიდური დროით და ცოტა სკანდალით დაბრუნდა [VIDEO]

alt"დაჯექი" - გოგა ბითაძის რეპლიკა, რომელსაც სკანდალი მოჰყვა

altვერდიქტი ცნობილია! გოგა და მწვრთნელის ასისტენტი დასაჯეს

მკითხველის კომენტარები / 3 /
უცნაურია, გოგასაც ფოსტერთან მოუვიდა კონფლიქტი და სუპერლიგაში დევანტე ფოსტერს დავით აბულაძესთან. შეთქმულებაა? :D
მდაა
22:36 08-05-2021
0
ჩხუბი და შემდეგ სასჯელი,გუნდის შიგნით,საკმაოდ დიდი სტრესია.ისიც ცხადია,რომ ეს,მის მომავალზე კარგად არ იმოქმედებს.გუნდში რა უთხრეს,ეგ კიდევ სხვა საკითხია.ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი,კარგს არავის უქადის.ასე რომ არ მიკვირს,ამ თამაშის ჩაგდება.ახლა უნდა გამოავლინოს ხასიათის სიმტკიცე,თუ არა და ნბაში არაფერი გესაქმებაო,ეტყვიან.გაბრაზდი გოგა!გაბრაზდი სხვებზეც,შენ თავზეც და ყველას დაუმტკიცე,რომ ასე ხელწამოსაკრავი ბიჭი, არავისთვის იქნები.არც მოედანზე და არც მის გარეთ.ეს,მოედანზე უნდა დაამტკიცო.თამაშით!წარმატებები.
სოსო
14:05 07-05-2021
0

სიახლეები პოპულარული