ავტორიტეტულმა გამოცემა bleacherreport-მა მომდევნო წლისთვის სავარაუდო გაცვლებზე ისაუბრა, რომლებიც მიმდინარე სეზონში პლეი-ოფში ვერგასულ გუნდებს ელიტაში გასასვლელად დაეხმარებათ. ჩვენთვის საყურადღებო და გასახარი ერთი შესაძლო ვარიანტი გახლდათ.
"ინდიანა პეისერსმა" შესაძლოა ჯერემი ლემბი და გოგა ბითაძე "ბოსტონ სელტიკსში" ტრისტან ტომპსონსა და კარსენ ედვარდსში გაცვალოს.
ეს ე.წ. ტრეიდი კი ქართველისთვის ნამდვილად კარგი იქნება, რადგან "კელტებს" კარგი დამცველი და ნორმალური მსროლელი ცენტრი ნამდვილად გამოადგება; თავის მხრივ კი, "პეისერსი" მომხსნელ მაღალს მიიღებს, რომელიც მაილისს კარგად შეცვლის.
მომზადებულია bleacher report-ის მიხედვით