დღეს, 7 ივნისს, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის 2 შეხვედრა გაიმართა.
"ლოს ანჯელეს კლიპერსმა" სერიის მე-7 შეხვედრაში "დალას მავერიკსს" უმასპინძლა და 15-ქულიანი უპირატესობით 126:111 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო კავაი ლეონარდი გახლდათ, რომელმაც თავი 28 ქულით, 10 მოხსნით, 9 შედეგიანი გადაცემით, 4 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.
პოლ ჯორჯმა 22 ქულა, 6 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა დააფიქსირა.
რაც შეეხება "დალასს", ლუკა დონჩიჩმა გუნდს 46 ქულა, 7 მოხსნა
და 14 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
ფინი სმიტის ანგარიშზე 18 ქულა, 10 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.
ამრიგად, დაძაბული სერია კალიფორნიელების გამარჯვებით დასრულდა. "კლიპერსი" პლეი-ოფის მეორე წრეში 8 ივნისს, "იუტა ჯაზის" წინააღმდეგ ჩაერთვება.
"ფილადელფიამ" "ატლანტა ჰოუქსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 128:124 დასრულდა.
მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო ჯოელ ემბიდი გახლდათ, რომელმაც გუნდს 39 ქულა, 9 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება შესძინა.
კამერუნელ ცენტრს მხარი სეტ კარიმ და ტობიას ჰარისმა აუბეს, რომლებმაც კომბინირებულად 41 ქულა გამოიმუშავეს (სეტი 21, ტობიასი 20).
რაც შეეხება "ჰოუქსს", ტრეი იანგმა თავი 35 ქულით, 2 მოხსნით, 10 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.
ბოგდან ბოგდანოვიჩმა და ჯონ კოლინსმა თანაბარი 21-21 ქულა დააგროვეს.
ამრიგად, პლეი-ოფის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრა "ატლანტამ" მოიგო. "ფილადელფია" წონასწორობის აღდგენას 8 ივნისს, კვლავ საკუთარ მოედანზე შეეცდება.
სათამაშო დღის 10 საუკეთესო მომენტი: