2 აგვისტოს სატრანსფერო სიახლეები [PHOTO]

AutoSharing Option
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 2 აგვისტო ტრანსფერებით დატვირთული დღე გამოვიდა. გთავაზობთ მნიშვნელოვან სიახლეებს:

კრის პოლი "ფინიქს სანსში" 4 წლით დარჩება, ხელფასის სახით კი 120 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს (სეზონში 30 მილიონი აშშ დოლარი).

დიდი ალბათობით, კაილ ლაური "ტორონტო რეპტორსიდან" "მაიამი ჰიტში" გადაბარგდება. კონტრაქტის მიხედვით, გამთამაშებელი 3-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და საერთო ჯამში 90 მილიონ ამერიკულ დოლარს გამოიმუშავებს.

მაიკლ კონლიმ "იუტა ჯაზთან" ხელი 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამთამაშებელი 68 მილიონ დოლარს მიიღებდა, თუმცა, როგორც ESPN-ის ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკი ამტკიცებს, კლუბი
და სპორტმენი საბოლოოდ 72.5-მილიონიან ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ.

ლონზო ბოლი "ნიუ ორლეანს პელიკანსიდან" კარიერას "ჩიკაგო ბულსში" განაგრძობს. ახალგაზრდა გამთამაშებელი 4 სეზონში 85 მილიონს გამოიმუშავებს. თავის მხრივ, "პელიკანსი" ტომას სატორანსკის, გარეტ ტემპლსა და მეორე რაუნდის პიკს მიიღებს.

Sportall.Ge

ჯიმი ბატლერი "მაიამი ჰიტთან" მაქსიმალურ კონტრაქტს მოაწერს ხელს, ხელშეკრულების თანახმად კი, ვარსკვლავი 4 წელში 184 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ღირსებას მომდევნო სეზონში დუაით ჰოვარდი, ტრევორ არიზა და უეინ ელინქტონი დაიცავენ. აღსანიშნავია, რომ სამივე კალათბურთელი ყოფილი ლეიკერია.

ახალგაზრდა მსროლელი დანკან რობინსონი "მაიამი ჰიტის" შემადგენლობაში კიდევ 5 წლის განმავლობაში დარჩება, ხელფასის სახით კი 90 მილიონ ამერიკულ დოლარს გამოიმუშავებს.

"ნიუ იორკ ნიქსი" გაძლიერებას აგრძელებს. დერიკ როუზის შენარჩუნების შემდეგ (3 წელი - 43 მილიონი) გუნდში ფრანგი ევან ფურნიე მოიყვანეს. ESPN-ის ცნობით, "კელტების" ყოფილი კალათბურთელი 4 წელში 78 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

ჯერეტ ალენი "კლივლენდ კავალიერსში" კიდევ 5 წლით დარჩება, ხელფასის სახით კი 100 მილიონ ამერიკულ დოლარს გაინაღდებს.

ჯეფ გრინი "ბრუკლინ ნეტსიდან" "დენვერ ნაგეტსში" გადაბარგდა, ხელმძღვანელობა და სპორტსმენი 2 წელზე შეთანხმდნენ. ვეტერანი კალათბურთელი სეზონში 5 მილიონს გამოიმუშავებს.

დაგ მაკდერმოტი კარიერას "ინდიანა პეისერსიდან" "სან ანტონიო სპურსში" განაგრძობს. მსროლელი "სპურსში" 3 წლით დარჩება, ხელფასის სახით კი 42 მილიონ ევროს მიიღებს.

პიჯეი ტაკერი "მილუოკი ბაქსიდან" "მაიამი ჰიტში" გადავა. დამცველი გუნდთან ხელს 2-წლიან კონტრატს მოაწერს და სეზონში 7.5 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

მომზადებულია NBA-ს ოფიციალური საიტის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული