"ერთ დღეს ის ვარსკვლავი გახდება..." - სანდროს შესანიშნავი დებიუტი! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 10 აგვისტოს, NBA-ს საზაფხულო ტურნეში სანდრო მამუკელაშვილი ჩაერთო, მისი "მილუოკი ბაქსი" "ლოს ანჯელეს კლიპერსს" დაუპირისპირდა და 3-ქულიანი სხვაობით, 81:78 დაამარცხა.

სანდრო მამუკელაშვილმა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. ქართველმა პარკეტზე 28:40 წუთი დაჰყო, რა დროშიც 11 ქულა, 12 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ქართველს სამწვრთნელო შტაბის დიდი ნდობა აქვს და სანდრო ამას კარგად იყენებს.

რა თქმა უნდა, მამუკელაშვილის კარგი თამაში "მილუოკის" გულშემატკივრებს არ გამოჰპარვიათ:

"ვგიჟდები, როგორ აღმოჩნდა სანდრო მე-2 რაუნდში? ეს კარგია "ბაქსისთვის", კარგია
სანდროსთვის, ერთ დღეს ის ვარსკვლავი გახდება".

"მივიღეთ კიდევ ერთი მაღალი მოთამაშე, ისეთი, როგორიც ერთ დროს იანისი იყო".

"ის ბლოკებსაც და დაცვასაც ბრუკზე უკეთ ახერხებს".

"კარგი არჩევანია "ბაქსისგან".

რაც შეეხება შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელს, ჯორდან ნვორამ ("ბაქსი") თავი 30 ქულით, 8 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

ამრიგად, "მილუოკმა" საზაფხულო ტურნე გამარჯვებით დაიწყო. "ირმები" მომდევნო შეხვედრას 12 აგვისტოს, "ბრუკლინ ნეტსის" წინააღმდეგ გამართავენ.


მკითხველის კომენტარები / 9 /
აი რას ნიშნავს ამერიკაში გაზრდა, შეიჭრა მეტეორივით ყოველგვარი მორიდების გარეშე, რაც აკლია სხვათა შორის ბითაძეს.
1
სანდრო აუცილებლად გვასახელებს ! ასეთი ჯიგრიანი შემტევი , მოტივირებული,მართალია ჯერ კიდევ ბოლომდე დაუხვეწავი მაგრამ უკვე საუცხოო ტექნიკის მქონე აუცილებლად მიაღწევს დიდ წარმატებას ! უფალი გფარავდეს სანდრო ! გაიხარე და გაგვახარე !
დათო ს.
11:17 10-08-2021
1

სიახლეები პოპულარული