"შარლოტ ჰორნეტსი" NBA-ს ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში საგამოფენო შეხვედრები გრძელდება.

"დალას მავერიკსი" "შარლოტ ჰორნეტსს" ესტუმრა და NBA-ს ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით, 68-ქულიანი უპირატესობით, 127:59 დაამარცხა.

სტუმართა რიგებიდან საუკეთესო მექულე ტიმ ჰარდევეი ჯუნიორი გახლდათ, რომელმაც 20 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე დაფარება დააგროვა.

კრისტაპს პორზინგისის ანგარიშზე 17 ქულა, 9 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2-იც ჩაჭრა გახლდათ.

მასპინძელთა მხრიდან კი ჯეიმს ბოუკნაითი გამოირჩა, რომელმაც თავი 12 ქულით, 1 მოხსნითა და 1 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

"დალასი" პრესეზონის ბოლო შეხვედრას 16 ოქტომბერს, "მილუოკი ბაქსის"
წინააღმდეგ გამართავს,  2021/22 წლების სეზონს კი "ატლანტა ჰოუქსთან" გახსნის. შეხვედრა 22 ოქტომბერს გაიმართება.

თავის მხრივ, "ჰორნეტსმა" საგამოფენო 4 შეხვედრიდან 3 დათმო. ახალი სეზონის პირველ მატჩს 21 ოქტომბერს "ინდიანა პეისერსთან" გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული