კანტერის განცხადების შემდეგ "ბოსტონის" თამაშები ჩინეთში აღარ გადაიცემა

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც "ბოსტონ სელტიკსის" ცენტრმა ენეს კანტერმა საკუთარი "ტვიტერის" გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ტიბეტის თავისუფლებაზე საუბრობს, "კელტების" თამაში ჩინეთის არც ერთ არხზე აღარ გადაიცა.

"მე აქ ვარ, რათა ჩემი სათქმელი იმის შესახებ ვთქვა, რაც ტიბეტში ხდება. მათი თავისუფლება და უფლებები არ არსებობს, ჩინეთის დიქტატურამ ტიბეტელი ხალხის მიმართ უსამართლო ქმედებები უნდა შეწყვიტოს" - განაცხადა ენესმა.

სპორტსმენმა, ამავდროულად, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინგს დიქტატორი უწოდა.

კანტერმა ეს განცხადება იმ დღეს გააკეთა, როდესაც 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩირაღდანი აანთეს, სპორტსმენის აზრით
კი, ამ ყველაფერმა ჩინეთის დამოკიდებულება, ტიბეტის, უიგურის მუსულმანებისა და ჰონგ-კონგისადმი ბოიკოტი გამოიწვია.

ყოველივე ამის შემდეგ ჩინეთის არც ერთ არხზე "ბოსტონ სელტიკსის" თამაში აღარ გავა, ენესს კი ქვეყანაში შესვლა აეკრძალება. შეგახსენებთ, თურქ კალათბურთელს, ჩინეთის გარდა, თურქეთში ჩასვლაც აკრძალული აქვს, რადგან სამშობლოს მოღალატედ და ძებნილადაა გამოცხადებული, მისი ოჯახის წევრები კი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებებისა და ოპოზიციასთან სიახლოვის გამო დაკავებულნი არიან.

მომზადებულია espn-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამდენი მილიონი წელია გასული და ამ ქვეყანაზე სიმართლის თქმა კვლავ დასჯადია.
მეგრელი
13:10 22-10-2021
0

სიახლეები პოპულარული