დღეს, 26 ოქტომბერს, "ინდიანა პეისერსმა" "მილუოკი ბაქსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 119:109 დასრულდა.
მასპინძელთა რიგებიდან გოგა ბითაძემ მოედანზე 18 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 7 ქულით, 9 მოხსნით (7 მეტოქის ფარზე), 1 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.
საუკეთესო მექულე მალკომ ბროგდონი გახდა, რომელმაც 25 ქულა, 4 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
"ბაქსის" შემადგენლობიდან სანდრო მამუკელაშვილმა 10 წუთი ითამაშა, რა დროშიც 2 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა.
საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო გახლდათ, რომელმაც გუნდს 30 ქულა, 10 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება შესძინა.
ამრიგად, "ინდიანას" სეზონის სტარტზე 1 მოგება და 3 მარცხი აქვს, მომდევნო შეხვედრას კი 28 ოქტომბერს, "ტორონტო რეპტორსის" წინააღმდეგ გამართავს.
"ირმებს" 3 გამარჯვება და 1 წაგება აქვს. მომდევნო მატჩს იმავე 28 ოქტომბერს, "მინესოტა ტიმბერვულვზის" წინააღმდეგ გამართავს.
ნუ დაგეზარება, იშრომე და მიაღწევ დასახულ მიზანს !
გისურვებ წარმატებებს !
Goga's team options (from 23:55)
youtube.com/watch?v=TYJs9p0ci4M