NBA: მამუკელაშვილმა დათმობილი 5 წუთიც მაქსიმალურად შედეგიანად გამოიყენა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 3 ნოემბრის გამთენიისას, NBA-ს მორიგ მატჩში, "მილოუკი ბაქსი" "დეტროიტ პისტონსს" დაუპირისპირდა და მოწინააღმდეგე უპრობლემოდ დაამარცხა - 117:89.

ჩემპიონთა რიგებში პარკეტზე 5 წუთი გაატარა სანდრო მამუკელაშვილმა. ახალბედა ქართველმა ამ დროში გუნდს 5 ქულა (1-სამქულიანი და 2 საჯარიმო) მოუპოვა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 1 პერსონალური ჯარიმაც მიიღო.

"ბაქსის" რიგებში საუკეთესო 28 ქულით, 8 მოხსნითა და 9 შედეგიანი გადაცემით იანის ანტეტოკუნმპო იყო.

გასული სეზონის ოქროსმედალოსნებმა რეგულარული სეზონი არც ისე დამაჯერებლად დაიწყეს და 8 მატჩის შემდეგ 4 მოპოვებული გამარჯვებით აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში
მე-10 ადგილზე არიან.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან კარგი შედეგია 5 წუთისათვის! თუ იბრძოლებს თავს ნამდვილად დაიმკვიდრებს! მთავარია მოედანზე შეშინებული არ გამოვიდეს!
SILVERMARCS
15:10 03-11-2021
0

სიახლეები პოპულარული