დღეს, 3 ნოემბრის გამთენიისას, NBA-ს მორიგ მატჩში, "მილოუკი ბაქსი" "დეტროიტ პისტონსს" დაუპირისპირდა და მოწინააღმდეგე უპრობლემოდ დაამარცხა - 117:89.
ჩემპიონთა რიგებში პარკეტზე 5 წუთი გაატარა სანდრო მამუკელაშვილმა. ახალბედა ქართველმა ამ დროში გუნდს 5 ქულა (1-სამქულიანი და 2 საჯარიმო) მოუპოვა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 1 პერსონალური ჯარიმაც მიიღო.
"ბაქსის" რიგებში საუკეთესო 28 ქულით, 8 მოხსნითა და 9 შედეგიანი გადაცემით იანის ანტეტოკუნმპო იყო.
გასული სეზონის ოქროსმედალოსნებმა რეგულარული სეზონი არც ისე დამაჯერებლად დაიწყეს და 8 მატჩის შემდეგ 4 მოპოვებული გამარჯვებით აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზე არიან.