"იუტას" გუნდური კალათბურთი სხვა გუნდებისთვის მიუწვდომელია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში  "იუტა ჯაზი" "ატლანტა ჰოუქსს" ესტუმრა და 116:98 დაამარცხა.

გამარჯვებულთა რიგებიდან საუკეთესო ჯორდან კლარკსონი გახდა, რომელმაც თავი 30 ქულით, 4 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

მასპინძელთა მხრიდან კი ტრეი იანგი გამოირჩა, რომელმაც გუნდს 21 ქულა, 4 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება შესძინა.

"იუტას" 7 მოგება და 1 მარცხი აქვს, რითაც ლიგის საუკეთესო შედეგს აფიქსირებს. მომდევნო შეხვედრას 7 ნოემბერს, "მაიამი ჰიტის" წინააღმდეგ გამართავს.

"ატლანტამ" 9 დაპირისპირებიდან 4 მოიგო, შემდეგ მატჩს კი იმავე 7 ნოემბერს,
"ფინიქს სანსის" წინააღმდეგ გამართავს.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული