"მილუოკი" ფორმას იბრუნებს, "იუტამ" "ატლანტა" გუნდური კალათბურთით დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ფილადელფიამ" "მილუოკი ბაქსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 118:109 დასრულდა.

ჯოელ ემბიდის, ტობიას ჰარისისა და სეტ კარის გარეშე მოასპარეზე "ფილას" ტაირის მაქსიმ ულიდერა, რომელმაც თავი 31 ქულით, 5 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.

ანდრე დრამონდმა 17 ქულა, 20 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება დააგროვა.

რაც შეეხებათ სტუმრებს, იანის ანტეტოკუნმპომ 31 ქულა, 16 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა.

ბერძენს მხარი გრეისონ ალენმა აუბა, რომელმაც გუნდს 25 ქულა, 2 მოხსნა და
3 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

ამრიგად, "ფილადელფია" 8 მოგებითა და 4 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს, 12 ნოემბერს კი "ტორონტო რეპტორსს" დაუპირისპირდება.

"ირმები" 5 გამარჯვებითა და 6 წაგებით იმავე აღმოსავლეთში მე-9 ადგილზე იმყოფება, ხვალ, 11 ნოემბერს კი "ნიუ იორკ ნიქსს" შეხვდებიან.


"იუტა ჯაზმა" "ატლანტა ჰოუქსს" უმასპინძლა და 110:98 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო დონოვან მიტჩელი გახლდათ, რომელმაც თავი 27 ქულით, 3 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.

ბოიან ბოგდანოვიჩმა 18 ქულა, 1 მოხსნა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

"ჰოუქსის" მხრიდან კევინ ჰუერტერი გამოირჩა, რომელმაც გუნდს 28 ქულა, 3 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება შესძინა.

ტრეი იანგმა აქტივში 27 ქულა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.

ამრიგად, "იუტა" 8 მოგებითა და 3 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 12 ნოემბერს, "ინდიანა პეისერსის" წინააღმდეგ გამართავს.

"ატლანტა" 4 გამარჯვებითა და 8 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება, შემდეგ მატჩს კი 13 ნოემბერს, "დენვერ ნაგეტსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული