მეგა მატჩი კალიფორნიაში - "ლეიკერსის" ვარსკვლავებმა "მაიამი" დაამარცხეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "მაიამი ჰიტს" უმასპინძლა და 120:117 დაამარცხა. შეხვედრისთვის განკუთვნილი დრო ფრედ, 112:112 დასრულდა, ოვერტაიმში კი კალიფორნიელებმა 8:5 იმარჯვეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო მექულე მალიკ მონკი გახდა, რომელმაც თავი 27 ქულით, 6 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.

რასელ უესტბრუქმა მორიგი სამმაგი დუბლი შეასრულა. "ყვითლების" ძირითადი გამთამაშებლის ანგარიშზე 25 ქულა, 12 მოხსნა, 14 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება გახლდათ.

ენტონი დევისმა გუნდს 24 ქულა,
13 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება შესძინა.

ფლორიდელების მხრიდან ბემ ადებაიომ 28 ქულა, 10 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 6 ჩაჭრა მიითვალა.

ტაილერ ჰიროუმ აქტივში 27 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.

ამრიგად, 7 მოგებითა და 5 მარცხით "ლეიკერსი" დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას 13 ნოემბერს, "მინესოტა ტიმბერვულვზის" წინააღმდეგ გამართავს.

"ჰიტი" 7 მოგებითა და 4 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება, შემდეგ მატჩს იმავე ხვალ, 12 ნოემბერს, "ლოს ანჯელეს კლიპერსის" წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული