ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "გოლდენ სტეიტ უორიორსი" "ბრუკლინ ნეტსს" ესტუმრა და 18-ქულიანი უპირატესობით, 117:99 დაამარცხა.
სტუმართა შემადგენლობიდან სტეფ კარი გამოირჩა, რომელმაც თავი 37 ქულით (4/4 საჯარიმო, 3/5 ორქულიანი, 9/14 სამქულიანი), 7 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემით, 2 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.
სტეფს მხარი ენდრიუ უიგინსმა აუბა, რომელმაც 19 ქულა, 2 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე დაფარება მიითვალა.
"ნეტსის" მხრიდან ჯეიმს ჰარდენმა გუნდს 24 ქულა, 4 მოხსნა და 4-იც შედეგიანი გადაცემა შესძინა.
კევინ დურანტმა აქტივში 19 ქულა, 5 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.
ამრიგად, "ოქროსშტატელები" 12 მოგებითა და 2 მარცხით ლიგის საუკეთესო შედეგს აფიქსირებენ, მომდევნო მატჩს კი 19 ნოემბერს, "კლივლენდ კავალიერსის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.
"ბრუკლინი" 10 გამარჯვებითა და 5 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას ხვალ, 18 ნოემბერს, იმავე "კლივლენდ კავალიერსთან" ჩაატარებს.